კომუნალური გადასახადების გაძვირება, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს

კომუნალური გადასახადების გაძვირება, საკვებ პროდუქტებსა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა რამდენიმე ქალაქში გააპროტესტეს. ცოტა ხნის წინ, კასპის მუნიციპალიტეტის მერიასთან, მოქალაქეებთან ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეიკრიბნენ, რომლებმაც სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს.

ფასების ზრდა და შექმნილი მძიმე სოციალური პირობები "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა გააპროტესტეს სამტრედიასა და ოზურგეთშიც. აქციის მონაწილეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „ქართული ოცნება“ აღარიბებს“, „გადასახადებს ვიხდით ჩინოვნიკების ჯიბეში“.

„აქ მოვედით იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ მომატებული კომუნალური გადასახადები. ხალხი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება და ეს ხდება მაშინ, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ მეუღლეს ტყეს უფორმებს. ეს ხდება მაშინ, როდესაც კონკრეტული ჩინოვნიკები მდიდრდებიან და ამ ყველაფრის ფონზე ცხოვრობს 77 000 ბავშვი, რომელსაც საკვები ენატრება, 800 000-ზე მეტმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა. აქ, მოვედით იმისათვის, რომ გავაპროტესტოთ გაორმაგებული გადასახადები და ჩვენი ხმა გავაგონოთ ხელისუფლებას", - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს