საქართველოს კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები Google-ის შემეცნებით პლატფორმაზე Arts and Culture განთავსდა

კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლით, მსოფლიო ინტერესის საგანი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, საერთაშორისო კორპორაციამ Google საქართველოში არსებული UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ ინტერაქტიული გამოფენა საკუთარ შემეცნებით პლატფორმაზე „Arts and Culture“ განათავსა. აღნიშნულ პლატფორმას წელიწადში 350 000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.

https://artsandculture.google.com/story/HgVhhfzjrhROAQ

პლატფორმის „Google Arts and Culture“ ვიზიტორი შეძლებს კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს. პლატფორმაზე განთავსებულია ფოტო-ვიდეო მასალები, რომლის ფორმატიც დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს, ვირტუალურად იმოგზაუროს და აღმოაჩინოს საქართველოს უნიკალური ბუნება. გუგლის შემეცნებით პლატფორმაზე საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ინფორმაციის განთავსება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს და მისი ბუნებრივი მემკვიდრეობის ცნობადობის ზრდას და, შესაბამისად, ვიზიტორების დაინტერესებას და მოზიდვას.

2021 წელს, საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ სახელით, მსოფლიოს 213 ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას დაემატა და ღირსეული ადგილი მოიპოვა ამაზონის ტყის, გრანდ კანიონის ეროვნული პარკის, იელოუსტოუნის ეროვნული პარკის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების გვერდით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?