ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეების მიღება განაახლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა, მათი საჭიროებები პირადად მოისმინა და საკითხების გადაჭრის გზებზე, პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად იმსჯელა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, შეხვედრის მიმდინარეობისას, მოქალაქეებმა ძირითადად ინფრასტრუქტურული, სოციალური და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით არსებული საჭიროებების მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს.

მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს მერიის მიერ შემუშავებული სოციალური პროგრამის კონცეფცია კიდევ ერთხელ გააცნო და მათ კომპეტენციის ფარგლებში დახმარება აღუთქვა.

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, ყოველი კვირის ოთხშაბათი, სამხარეო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ თვითმმართველობებში, მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესდა.

„მოქალაქეებთან აქტიური ურთიერთობა, მათი საჭიროებების პირადად მოსმენა, უმნიშვნელოვანესია. კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მიღება დროებით შეიზღუდა, თუმცა დღეიდან მათთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა კვლავ მექნება. მოქალაქეებთან კომუნიკაცია გვეხმარება დროულად განვსაზღვროთ პრიორიტეტები და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, სხვადასხვა პროექტი დავგეგმოთ და განვახორციელოთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა