დავით კირკიტაძე - ჩემი პერსონალური პოზიციაა, სრული მხარდაჭერა ბადრი ჯაფარიძის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია ადეკვატური იქნება

ჩემი პერსონალური პოზიციაა ბადრი ჯაფარიძის სრული მხარდაჭერა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია იქნება ადეკვატური - ახლა არ არის ვიწროპარტიული ინტერესების გატარების დრო,- ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი დავით კირკიტაძე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად დაუჭერს მხარს "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას მხარს.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილება ამ საკითხზე უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

„მივესალმები ბადრი ჯაფარიძის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მან მიიღო, ის არ შეურიგდა უსამართლობას, თავი არ დაუხარა იმ ძალმომრეობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა მის მიმართ, მიიღო ეს გამოწვევა ხელისუფლებისგან და შემოვიდა ამ ბრძოლაში, რათა დაანახოს მათ, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც მათ სურთ. პერსონალურად ჩემი პოზიცია და ჩემი მხარდაჭერა მის ამ გადადგმული ნაბიჯის შემდეგ არის ერთმნიშვნელოვანი. რაც შეეხება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებას, უახლოეს საათებში ეს გახდება ცნობილი. ბადრი ჯაფარიძის ამ ნაბიჯს ვაფასებ უკიდურესად პოზიტიურად. ჩემი პერსონალური პოზიციაა სრული მხარდაჭერა მის მიმართ, დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის პოზიცია იქნება ადეკვატური. ახლა არ არის დრო ვიწროპარტიული ინტერესების გატარების, ერთმანეთის კრიტიკის, ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" და ეს უნდა დავასრულოთ,"- განაცხადა კირკიტაძემ.

ცნობისათვის, მანამდე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარეობს მსჯელობა ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და გაითვალისწინებენ დავით კირკიტაძის პოზიციას, რომელიც არის მნიშვნელოვანი ფიგურა ოპოზიციურ ფრონტზე რუსთავში. დეკანოიძემ აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით დღეს ბადრი ჯაფარიძეს შეხვდებიან და კონსულტაციების შემდეგ განცხადებას გააკეთებენ.

ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
მამუკა გამყრელიძე - პუტინისთვის საბედისწერო აღმოჩნდა შანხაის  სამიტი, მან სამარყანდში დაინახა, რომ  მარტო დარჩა, ამიტომაც შეცვალა ომის მიზანი
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ბორის სოკოლოვი - პუტინს ნებისმიერ ფასად უნდა ომში გამარჯვება, ამაზეა დამოკიდებული მისი პოლიტიკური მომავალი და ფიზიკურად გადარჩენაც, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ იგი მზადაა, გამოიყენოს თუნდაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა
ქართული ციფრული ბანკების გლობალური აღიარება
ვოლტი ზუგდიდშია