ბათუმში, კახაბრის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, კახაბრის დასახლებაში წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 3000 გრ მეტრი ახალი ქსელი მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, 250-ზე მეტი აბონენტი 24 - საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
ამასთან, კახაბრის დასახლების შემდეგ, წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები მაჭავარიანის ქუჩაზე გაგრძელდება.
„აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოები ხელვაჩაურის დაქსელვა-გამრიცხველიანების პროექტის ნაწილს წარმოადგენს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























