გორის მერია - მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სააღმზრდელო დაწესებულება 180 ბავშვს მოემსახურება.

ამასთან, ორსართულიან შენობაში მოეწყობა საძინებლები, გასახდელები, სამზარეულო, საკუჭნაო, ბუფეტი, დარბაზი, ლიფტი, სათამაშო, პროდუქტების შესანახი, ექიმის, ადმინისტრაციის, ჭურჭლის სარეცხი ოთახები. ასევე იგეგმება შენობის თბოიზოლაციაც, რაც შემდგომში ენერგეტიკული რესურსების მოხმარების შემცირებას და ბიუჯეტის დაზოგვას უზრუნველყოფს.

პროექტი ითვალისწინებს ასევე, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას. გათვალისწინებულია გასართობი ატრაქციონების, სათამაშო ქვიშის მოედნების, საქანელების, ეზოს სკამების, სასრიალოების, საჩრდილობელი ფანჩატურების, ნაგვის ურნებისა და სასმელი წყლის შადრევნების (ე.წ სოკოს) მოწყობა.

სამუშაოები, რომლებსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ამ ეტაპზე, მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებას ალტერნატიულ ფართში აგრძელებს.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა