მიხეილ სააკაშვილი - მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში - ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ

ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან, ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად - მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის განმარტავს, ბათუმსა და რუსთავში გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ ქვეყანაში არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ.

„ბადრი ჯაფარიძეს დაჩქარებულად მოუხსნეს დეპუტატის სტატუსი, ვინაიდან, ის იყო ის 50-ე და გადამწყვეტი ხმა, რომელიც საჭირო იყო ჩემი წამების კომისიის შესაქმნელად.

ამიტომ, მე მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ჩემს სუბიექტურ დამოკიდებულებაზე ბევრად მაღლა დგას ყველა ნამდვილი ოპოზიციური ჯგუფის ერთიანობის იდეა. არსად არავის მსოფლიოში არ დაუმარცხებია მაფიოზური რეჟიმები ყველას ერთიანობის გარეშე.

ამიტომ, მინდა მოვუწოდო ყველას, მხარი დაუჭიროს ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას რუსთავში.

ოღონდ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ბათუმშიც და რუსთავშიც გამარჯვება ვერ მიიღწევა, თუ მანამდე ქვეყანაში არ იქნება დიდი ტალღა სიღატაკის, ძარცვის, უსამართლობის, დაცინვის წინააღმდეგ და ეს ტალღა იქნება აუცილებლად უმოკლეს ხანში!“, - წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე „ლელოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს