პაატა მანჯგალაძე - კობახიძის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების უკან სამართლებრივი არგუმენტები არ იდგა

კობახიძის განცხადება დასტურია იმის, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში ოპოზიციის სიმრავლის ეშინია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძის გუშინდელი განცხადება იმის თაობაზე, რომ თუ ბადრი ჯაფარიძე აღიარებდა დანაშაულს, მანდატს არ შეუწყვეტდნენ, მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების უკან სამართლებრივი არგუმენტები არ იდგა.

„ეს მიუთითებს იმაზე, რაზეც საუბრობდა ოპოზიცია და „სტრატეგია აღმაშენებელი“, კერძოდ, ამ გადაწყვეტილების მიღების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ოპოზიციის სიმრავლე აშინებს „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში, მათ ეშინიათ საგამოძიებო კომისიების, რადგან ხალხი გაიგებს სიმართლეს, ეს არის შიშის პოლიტიკა და მიუთითებს „ქართული ოცნების“ სისუსტეზე“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ბადრი ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების პირობებში მმართველი გუნდის გადაწყვეტილება ძალიან მაღალი ალბათობით განსხვავებული იქნებოდა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში