ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული დასაქმების პროგრამა შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციულია

პარტია „დროას“ ერთ-ერთი ლიდერი, ბათუ ქუთელია მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებული დასაქმების პროგრამა შშმ პირთა მიმართ დისკრიმინაციულია.

მან დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, სასწრაფოდ შეცვალოს ამ პროგრამის შინაარსი, აღმოფხვრას დისკრიმინაციის კომპონენტები და დაამატოს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შშმ პირებისთვის.

„პროგრამა, რომელიც პრემიერმა დაანონსა, თავი შინაარსით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციულია. საქართველო გაერო-ს კონვენციას შეუერთდა, რომლითაც ავიღეთ ვალდებულება, ყველა საჯარო პოლიტიკა, პროექტი თუ პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მიერ ინიცირებული იქნება, გაითვალისწინოს და ბოლომდე უზრუნველყოს შშმ პირების ჩართულობა, მათთვის შესაბამისი პირობების შექმნის კუთხით. ეს არის ვალდებულობა, რომელიც რეალურად, ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს. ამ პროგრამის დისკრიმინაციული ხასიათით საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ისინი არა დემოკრატიულ ფასულობებს ემსახურებიან, არამედ დაკავებული არიან კონკრეტული, ვიწროპარტიული ამოცანების შესრულებით. ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეცვალოს ამ პროგრამის შინაარსი, უზრუნველყოს და აღმოფხვრას დისკრიმინაციის კომპონენტები და დაამატოს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა შშმ პირებისთვის, რომ ისინი ამ პროგრამაში ჩაერთონ. გარდა ამის, პარტია „დროა“ ყველა შესაძლო აქტორთან, დაინტერესებულ პირებთან, კერძო სექტორთან მუშაობს შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებაზე. ამის თაობაზე ჩვენი საჯარო პოლიტიკის ცენტრი მუშაობს“,- განაცხადა ქუთელიამ.

ცნობისთვის, მთავრობა 1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას იწყებს. პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ დახმარება არ შეუწყდება შრომისუნარიან იმ მოქალაქესაც, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა