სალომე სამადაშვილი - მაშინ, როცა მოქალაქეების უმრავლესობას ცხოვრება გაუძვირდა 45%-ით, ფინანსთა მინისტრისგან ხალხი ელოდებოდა ხედვას, როგორ აპირებთ იმ უმძიმესი სოციალური კრიზისის დაძლევას, რომელშიც ქვეყანაა

მაშინ, როდესაც თქვენი საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი მიემართება ბიუროკრატიის ხარჯების გაზრდაზე, წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების დაფინანსებაზე, რას გეგმავთ იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ცხოვრება შეუმსუბუქდეთ? - ამ კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ცხოვრების ხარჯები 45%-ით არის გაზრდილი და საზოგადოება ფინანსთა მინისტრისგან ელოდებოდა ხედვას, როგორ აპირებს ის იმ უმძიმესი სოციალური კრიზისის დაძლევას.

„თქვენი გამოსვლა, ბატონო მინისტრო, ვფიქრობ ძალიან უცნაური იყო ჩვენი თანამოქალაქეებისთვის დღეს მოსასმენად. მაშინ, როდესაც ჩვენი თანამოქალაქეების დიდ უმრავლესობას ცხოვრება გაუძვირდა 45%-ით, ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრისგან ხალხი ელოდებოდა ხედვას, როგორ აპირებთ იმ უმძიმესი სოციალური კრიზისის დაძლევას, რომელშიც დღეს არის შესული ჩვენი ქვეყანა. მონაცემები აჩვენებს, ადამიანი რომ გადარჩეს და გადაიხადოს ცხოვრების ხარჯები, როგორიცაა: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალი, საცხოვრებელი, ეს ხარჯები გაზარდა 45%-ით. ასეთ პირობებში, ისეთმა ქვეყნებმა, რომლებიც ჩვენზე გაცილებით უფრო მდიდრები არიან - პოლონეთი, ბელგია და სხვ. მიიღეს შესაბამისი ზომები, შეამცირეს ან დროებით გააუქმეს დღგ თუ სხვა გადასახადები. მაინტერესებს, მაშინ, როდესაც თქვენი საბიუჯეტო სახსრების დიდი ნაწილი მიემართება ბიუროკრატიის ხარჯების გაზრდაზე, წამგებიანი სახელმწიფო საწარმოების დაფინანსებაზე, რას გეგმავთ იმისთვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს ცხოვრება შეუმსუბუქდეთ? ბენზინი რომ არის 40%-ით გაძვირებული, რა ღონისძიებებს სთავაზობთ საზოგადოებას?“ - მიმართა სამადაშვილმა ფინანსთა მინისტრს.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ წუთებში ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს უსმენენ. ხუციშვილმა სესიაზე გაწეული მუშაობის ანგარიში წარადგინა, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უნდა უპასუხოს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა