მიხეილ სარჯველაძე - კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კანონის იმპლემენტაციაზე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ასოციაცია „ანიკას" წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ, რაც კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ახალ სივრცეებს გახსნის ამ სფეროში.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიერ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დასაცავად კანონი იქნა მიღებული, ჩვენი კომიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ზრუნვა ამ კანონის იმპლემენტაციაზე. აღნიშნულ პროცესში ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია თანამშრომლობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც უშუალოდ ამ სექტორში მუშაობენ. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ორგანიზაციაა ასოციაცია „ანიკა", რომელსაც აქვს გარკვეული რეკომენდაციები კანონის იმპლემენტაციის პროცესში იდენტიფიცირებული საჭიროებების შესახებ, რაც შეიძლება სამომავლოდ კიდევ უფრო განსაკუთრებული ინიციატივების მომზადებას გვავალდებულებდეს, ასევე გარკვეულ პროცესებზე დაკვირვების საჭიროებას განაპირობებდეს“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა