ბადრი ჯაფარიძე - მიშელის შეთანხმებით იგულისხმებოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პარლამენტში ოპოზიციონერი წევრების სიით დამატებას წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა - ჩვენ მეორე მხარეს გვეგონა კეთილსინდისიერი პარტნიორი და აღმოჩნდა, რომ იყო მატყუარა

ისეთი დოკუმენტისთვის, ისეთი შეთანხმებისთვის და ისეთი რეფორმებისთვის, რასაც 19 აპრილის შეთანხმება ითვალისწინებდა, არა მხოლოდ სიის ჩახსნა ღირდა, არამედ ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი პროტესტის ფორმა, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ 19 აპრილის შეთანხმებასა და ოპოზიციური პარტიების მიერ სიების ჩახსნის თაობაზე 2 წლის მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, შარლ მიშელის ჩართულობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს ოპოზიციას მის მიერვე განულებული სიების აღდგენა არ მოუთხოვია, რადგან ხელმძღვანელობდა დაშვებით, რომ „ქართული ოცნება“ შეთანხმებას სრულად შეასრულებდა, ხოლო თუ „ოცნება“ იმ შეთანხმების სულისკვეთებით იხელმძღვანელებდა, როცა დადგებოდა ამის საჭიროება, ოპოზიციური პარტიების წევრების სიით დამატებას წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა.

„უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, თუ რა მივიღეთ ხუთთვიანი ბოიკოტის შემდეგ, მივიღეთ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი ქვეყნის მომავლისთვის. ასეთი დოკუმენტისთვის, ასეთი შეთანხმებისთვის და ასეთი რეფორმებისთვის არა მხოლოდ სიის ჩახსნა ღირდა, არამედ ნებისმიერი სხვა მშვიდობიანი პროტესტის ფორმა.

რაც შეეხება იმას, რატომ არ დადგა სიის აღდგენის საკითხი მიშელის ჩართულობით მოლაპარაკებების დროს, როდესაც პარტნიორი გყავს მოლაპარაკებებში მეორე მხარეს, გაქვს ის მოლოდინი, რომ ის არის კეთილსინდისიერი პარტნიორი. სხვა შემთხვევაში როგორ შეიძლება მოლაპარაკებები აწარმოო ძალასთან, როდესაც არ გჯერათ, რომ ის არ მოგატყუებთ. მე, პირდაპირ გეტყვით, რომ ეს მოლოდინი მქონდა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი მედიატორების მონაწილეობა უზრუნველყოფდა იმას, რომ შეთანხმება, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, განხორციელდებოდა. მათ შორის იგულისხმება ის, რომ სრულფასოვნად ექნებოდა ოპოზიციას წარმომადგენლობა პარლამენტში. თუკი მეორე მხარე გთხოვს პარლამენტში შესვლას, შენ ხომ არ უნდა ელოდე, რომ ხანჯალს ჩაგარტყამს ზურგში მეორე დღეს, რასაც ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ყოველდღიურად ახორციელებს. ჩვენ გამოვედით იმ დაშვებიდან, რომ მეორე მხარეს არის კეთილსინდისიერი პარტნიორი და აღმოჩნდა, რომ მეორე მხარეს არის მატყუარა, რომელიც იმ მომენტში, რაც სჭირდება, ამის მიხედვით ხელმძღვანელობს და არა იმით, რა არის ქვეყნის საუკეთესო ინტერესებში. ახლა ნათელია, რომ ასეთ ძალასთან შეთანხმებას ფასი არ აქვს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ, ჩვენ გავაკეთეთ დაშვება, რომ ეს შეთანხმება კეთილსინდისიერად შესრულდებოდა „ქართული ოცნების“ მხრიდან და რა თქმა უნდა, იგულისხმებოდა, რომ როცა დადგებოდა ამის საჭიროება, სიით დამატება ოპოზიციური პარტიების წევრების, ამასაც წინააღმდეგობა არ შეხვდებოდა. თუ იმ შეთანხმების სულისკვეთებით ვიხელმძღვანელებდით, ჩემი მანდატი არ უნდა შეეწყვიტათ“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გარდა ჩახსნილი სიების აღდგენისა, ბადრი ჯაფარიძემ გადაცემაში რუსთავის შუალედურ არჩევნებში მისი მონაწილეობის საკითხზეც ისაუბრა და უპასუხა კითხვას, რამდენად გამოუცხადებს ნდობას იმ შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია დადებს.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, ის ფაქტი, რომ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის მეორე ვადით დამტკიცებას ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა, არჩევნების აღიარებაზე არ იმოქმედებს, თუკი ის გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად ჩატარდება.

„მე მაქვს უფლება, როცა დავინახავ გაყალბების ფაქტს ვთქვა, რომ ის გაყალბდა, შესაბამისად, წინასწარ მე არ მინდა რაიმე განცხადება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით. გააჩნია როგორ ჩაივლის არჩევნები. თუკი ჩვენ ვნახეთ, რომ იქნება პირდაპირ გაყალბების მცდელობა, ჩვენ ხომ ამას ვერ დავმალავთ, უნდა ვთქვათ, რომ ამას ჰქონდა ადგილი. თუ არჩევნები ჩაივლის ნორმალურ ვითარებაში, არ გვექნება საფუძველი ვთქვათ, რომ დამახინჯებული იქნა ამომრჩევლის ნება, არ არის თვითმიზანი, რომ არ აღიარო ცესკო-ს გადაწყვეტილება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, რომ იყოს ნორმალური წინასაარჩევნო გარემო, ამისთვის აუცილებელია, რომ არ მოხდეს გაყალბება, ადგილი არ ჰქონდეს მცდელობებს, რომ დამახინჯდეს ამომრჩევლის ნება. ეს არის პირობა და თუ ეს შესრულდა, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვაღიაროთ.

მარტო იმის გამო, რომ კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი არ დავუჭირეთ, არასწორი იქნება თქვა, რომ არჩევნები ცუდად ჩატარდა, თუკი პროცესი კეთილსინდისიერად და გამჭვირვალედ ჩაივლის. ეს ეწინააღმდეგება ჩვენს პრინციპებს იმიტომ, რომ არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე თქვა ტყუილი. თუკი ჩატარდება კეთილსინდისიერად, გამჭვირვალედ. ადგილი არ ექნება გაყალბების ფაქტებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიტყვით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ირაკლი მელაშვილი - დასავლური კურსი დეკლარირებული გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებას მკაფიოდ აქვს გასაცემი პასუხი კითხვაზე - რატომ ამბობს საქართველო უარს დასავლეთის სამხედრო დახმარებაზე
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა