პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) ქართული ინოვაციური მოწყობილობის შექმნას სტატიით ეხმაურება

„PROBBOX-ი - საქართველოს პრობაციის სისტემის მასშტაბური რეფორმა ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით" - პრობაციის ევროპული კონფედერაცია (CEP) ქართული ინოვაციური მოწყობილობის შექმნას სტატიით ეხმაურება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, კონფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული პუბლიკაცია პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლის და მომსახურების ახალი მექანიზმის შექმნის წინაპირობებს, ფუნქციებს, მასში ინტეგრირებულ სერვისებს და მოწყობილობის საერთაშორისო პოპულარიზაციის პერსპექტივებს დეტალურად მიმოიხილავს.

ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ PROBBOX-ის შექმნით, პირველად ევროპაში, პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლი და მომსახურება, პრობაციის ბიუროებთან ერთად, ალტერნატიულ შენობებში გახდა შესაძლებელი, რითაც პრობაციონერთა ანონიმურობის დაცვა და მათი კონტროლისა და მომსახურების არეალი გაიზარდა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, PROBBOX-ი, საპილოტე რეჟიმში, 2021 წლის 22 დეკემბერს, თბილისის, თელავის, გორის, ქუთაისის, ზუგდიდისა და ბათუმის იუსტიციის სახლებში დაინერგა.

ასევე, მოწყობილობის საშუალებით, მეტი ანონიმურობის დაცვით, პრობაციონერებს შეუძლიათ გაიარონ დადგენილი რეჟიმის შესაბამისი გამოცხადება. მოწყობილობა მათთვის ისეთ მომსახურებებს უზრუნველყოფს, როგორიცაა პრობაციის ოფიცრის მონაცემები და შეტყობინებები, შეთავაზებები სერვისების და დასაქმების შესახებ, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე განაცხადის წარდგენა, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე და ნასამართლეობის მოხსნაზე, საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის საფასურის გადახდა, რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდა, გამოცხადების რეჟიმის შემსუბუქების საფასურის გადახდა, შინაპატიმრობის მომსახურების საფასურის გადახდა და მსჯავრდებულთან ვიდეო პაემნის დაჯავშნა.

სტატიის ბმული: https://bit.ly/3JAIXyJ

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა