საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორი - დიდი მადლობა საქართველოს, ყველაფერი მზადაა, რაც შეიძლება საჭირო იყოს წარმატებული ჩემპიონატისთვის

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნამდვილი, შესანიშნავი სატესტო ღონისძიება გვქონდა. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ გუნდი და ორგანიზაცია მზადაა, - ამის შესახებ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორმა, როლანდ ჰორნიმ ჟურნალისტებთან ბაკურიანში მიმდინარე ევროპის თასზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ყველაფერი მზადაა, რაც შეიძლება საჭირო იყოს წარმატებული ჩემპიონატისთვის.

" 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ნამდვილი, შესანიშნავი სატესტო ღონისძიება გვქონდა. რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ გუნდი და ორგანიზაცია მზადაა. მათ კარგად გაართვეს ყველაფერს თავი. ყველაფერი მზადაა, რაც შეიძლება საჭირო იყოს წარმატებული ჩემპიონატისთვის. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ დაბრუნებას 2023 წელს. მოუთმენლად ველი ამას. დიდი მადლობა საქართველოს",- აღნიშნავს როლანდ ჰორნი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს