კარლ ჰარცელი - კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ - ეს ჩემთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ორი დღე იქნება

კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ. დავათვალიერებ სხვადასხვა პროექტს, რომლებსაც ჩვენ რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ჰარცელი განმარტავს, ევროკავშირის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს რეგიონების თანაბარი განვითარება.

„კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს ამ ადგილიდან, მანავის ციხიდან ვიწყებ. მე დავათვალიერებ სხვადასხვა პროექტს, რომელსაც ჩვენ რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ.

ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს. კერძოდ, ქალაქებსა და სოფლებს შორის განსხვავების შემცირებას, რეგიონებისათვის ისეთი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე მათ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მოვლაში დახმარებას. ხვალინდელი დღე გარემოს დაცვას მიეძღვნება. კერძოდ, ჩვენ დავათვალიერებთ ბიოსფერულ რეზერვატს, რომელიც საქართველოს არაჩვეულებრივი ბუნების შესანარჩუნებლად და ამავე დროს, ადამიანებისათვის ამ გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ეს ჩემთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ორი დღე იქნება“,- აღნიშნავს ჰარცელი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო