ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 130-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 130-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს

ბათუმში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მცხოვრები 130-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. მოსახლეობის განცხადებით, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო საცხოვრებელი სახლები დაბზარულია. მათ პროტესტის ნიშნად, აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ ხელისუფლებას ათ დღიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობის სახლთან კარვების გაშლას გეგმავენ.

„მოსახლეობა დაბზარულ კედლებს ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობას უკავშირებს. დაზარალებულები ამბობენ, რომ აქ საფრთხე ყოველდღიურად ბზარებთან ერთად იზრდება. 2 წლის წინ მოსახლეობის მასშტაბური აქციის შემდეგ, ადგილზე იყვნენ ხელისუფლების და კომპანიის წარმომადგენლები, შეიქმნა სპეციალური შემსწავლელი კომისია, დღემდე უცნობია ამ კომისიის დასკვნა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთ - ერთი კორპუსიდან ქირით გაიყვანეს მხოლოდ 8 ოჯახი, ვინაიდან და რადგანაც აღნიშნული დასახლება გზასთან ახლოს მდებარეობს და განახლდა ბურღვითი სამუშაოები მძიმე ტექნიკის გამოყენებით, მოსახლეობა შეშფოთებულია იმით, რომ ბზარების სიხშირე მატულობს. ოჯახები ითხოვენ ხელისუფლების ჩართულობას და დაპირებების რეჟიმიდან კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების რეჟიმში გადასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა შეაჩერებს მიმდინარე სამუშაოებს და პროტესტი გადაინაცვლებს მთავრობის სახლთან", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე.