ლანჩხუთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ლანჩხუთში, საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება იყო. „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა კახა ასკურავამ მერიაში ხელფასების მატება გააპროტესტა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება არ დაწყებულა და ის „ქურდულად" შეიტანეს წარმომადგენლობით ორგანოში. ოპოზიციის განცხადებით, ლანჩხუთში არსებული სოციალური, თუ ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ხელფასების მატება სამარცხვინოა.

მერიაში ხელფასების მატების საკითხს ასევე მხარი არ დაუჭირეს პარტია „საქართველოსთვის" და პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს" წარმომადგენლებმა.

თავის მხრივ, ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. მათივე თქმით, მერიის თანამშრომელთა ხელფასების მატების საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დაწყებული იყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა