ადვოკატის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. როგორც სასამართლო სხდომის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, 7 ნოემბრის საქმე, რომელსაც მესამე პრეზიდენტს ედავებიან, პოლიტიკურადაა მოტივირებული.

"ხელისუფლება, რომლის კისერზეც არის გავრილოვის სისხლიანი ღამე, 7 ნოემბრის საქმეზე პოლიტიკური მოტივაციით დევნის მიხეილ სააკაშვილს, სადაც არცერთი მტკიცებულება არ არსებობს მის წინააღმდეგ. ხაზგასმით ვამბობ, 7 ნოემბერთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს განცხადება აქვს გაკეთებული, რომ ბუნებრივია, არასასიამოვნოდ განვითარდა მოვლენები, იყო შეცდომა და ამ შეცდომაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა მან აიღო, როდესაც თანამდებობიდან გადადგა და ხელახალი არჩევნები დანიშნა“, - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მისი თქმით, მოქმედ ხელისუფლებას პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ აუღია ბევრად უფრო მძიმე და სასტიკ დარბევაზე.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო