ხათუნა სამნიძე - სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არაჰუმანური ძალაა

სააკაშვილის მხრიდან ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ უვადო შიმშილობის დაწყებას.

მისი თქმით, სააკაშვილი "ქართული ოცნების" პირადი პატიმარია და ხელისუფლება ხშირად, მის მიმართ არაადამიანური მოპყრობით ცდილობს გარკვეული თემებიდან საზოგადოების ყურადღების გადატანას.

"მიხეილ სააკაშვილი ამ ხელისუფლების პატიმარია და ყველა ჯერზე, როცა დასჭირდება "ქართულ ოცნებას", რომ ოპოზიციის და საზოგადოების ყურადღება სხვაგან გადავიდეს, იყენებს ამ ფაქტს და არაადამიანური მოპყრობით თუ სხვა მეთოდებით ცდილობს მთელი ყურადღება გადაიტანოს ამ მიმართულებით. ის არის "ქართული ოცნების" პირადი პატიმარი. სააკაშვილის მხრიდან ეს გადაწყვეტილება და ბრძოლის ასეთი უკიდურესი ზომის არჩევა არ არის სწორი, მითუმეტეს, როცა ხელისუფლებაში არის არაჰუმანური ძალა, არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისგან ამას მოჰყვება სასიკეთო რეაგირება ოპოზიციისთვის, პირველ რიგში თავად სააკაშვილისთვის. "ქართული ოცნება" არაჰუმანური ძალაა და ის არაფრად აგდებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არა მხოლოდ სააკაშვილთან მიმართებით, ამაზე მეტყველებს ზოგადად ის ვითარება, რაც არის ქვეყანაში",- განაცხადა სამნიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს