ვლადიმერ ხინჩეგაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრო

ზემო და ქვემო ნიქოზში, შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, ზემო და ქვემო ხვითში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები შეარჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, გარდა აღნიშნული სოფლებისა, სოფლის კრებები და კონსულტაციები მუნიციპალიტეტის კიდევ 102 სოფელში გაიმართება.

როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს დაიწყო და მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

„თითოეულ სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ასევე მოსახლეობის ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

პროგრამის ფარგლებში ის პროექტები ხორციელდება, რომლებიც მნიშვნელოვანია და ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს.

2022 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს