What Car-ის წლის საუკეთესო დიდი SUV­-ის ჯილდო განახლებულმა Santa Fe-მ მოიპოვა

ჰიუნდაიმ 2022 წელი მნიშვნელოვანი გამარჯვებებით დაიწყო და იანვრის ბოლოს What Car-ის 3 პრესტიჟული ჯილდოც მოიპოვა.

What car? ყოველთვიური ბრიტანული ჟურნალია, რომელიც 1973 წლიდან ფუნქციონირებს. ყოველი წლის იანვარში კომპანია მასპინძლობს ცერემონიას, სადაც სხვადასხვა მიმართულებებში საუკეთესო ავტომობილებს ავლენს.

What Car-ის ჟიურის წევრებმა Santa Fe წლის საუკეთესო დიდ SUV-ად დახვეწილი დიზაინის, უზარმაზარი ინტერიერის სივრცის, უსაფრთხოებისა და მაღალტექნოლოგიური სისტემებიდან გამომდინარე დაასახელეს.

დაჯილდოება წარმატებული აღმოჩნდა მეოთხე თაობის Tucson-ისთვისაც, რომელმაც უკვე არაერთი პრესტიჟული ჯილდო დაისაკუთრა. Tucson-მა 2022 წელს Car buyer-ის წლის ავტომობილის, Auto Express-ის საუკეთესო SUV-ის, Scottish Car of the year-ის ტიტული მოიპოვა და ახლა უკვე თავის ტიტულებს What Car-ის “საუკეთესო პრაქტიკული SUV”-ის ჯილდოც შემატა.

„Tucson-ი მზარდი ოჯახებისთვის იდეალური ავტომობილია. კომფორტული გაბარიტები, შთამბეჭდავი საბარგო და მეორე რიგის სივრცე ავტომობილის კლასში ნამდვილად შეუდარებელი ზომებისაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკანა სავარძლები რეგულირებადია და ნებისმიერ მგზავრს შეუძლია ინდივიდუალურად მოირგოს“- სტივ ჰანტნგფორდი (What Car-ის რედაქტორი)

წარმატება ხვდა წილად IONIQ 5-ს, რომელიც ბრენდის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა და Hyundai-ს უხილავი ზონების ხედვის ტექნოლოგიას, რომელმაც კატეგორიაში „ინოვაცია“ მეორე ადგილი დაიკავა.

„ეს წარმატება ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რადგან კომპანიის ყვლაზე პატარა ავტომობილმაც, საშუალომაც და დიდმაც საკუთარ კლასში სიძლიერე დაამტკიცეს. ეს გამარჯვებები ხაზს უსვამს ჰიუნდაის ავტოპარკის სიძლიერეს.“ ეშლი ენდრიუ მმართველი დირექტორი.

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა