საოფისე ბაზრის ათვისებამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია

ჰიბრიდული პრაქტიკის დანერგვის პარალელურად, 2021 წელს, თბილისის თანამედროვე საოფისე ბაზარზე უპრეცედენტო წმინდა ათვისების შედეგი (24,000კვ.მ) დადგა. თანამედროვე საოფისე ბაზრის განვითარებას 2014 წლიდან დღემდე კვალდაკვალ მიჰყვება უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია კოლიერსი. კოლიერსმა წელსაც შეაჯამა საოფისე უძრავი ქონების ბაზარი. კვლევიდან გამოიკვეთა, რომ 2020 წლის სუსტი პერფორმანსის შემდეგ, 2021 წელს საოფისე ბაზრის წმინდა ათვისება პრეპანდემიურ პერიოდთან შედარებით 3-ჯერაა გაზრდილი.

2021 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, ტენანტების მხრიდან პატარა ფართობის ოფისებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნა იყო. ჯამური ათვისებული ფართის 76.6% სწორედ პატარა - 500კვ.მ და ნაკლები ზომის საოფისე სივრცეებზე ნაწილდებოდა. შედარებით ნაკლები იყო ათვისება 500-1000 კვ.მ და 1000+ კვ.მ ფართობების ოფისების შემთხვევაში. მათმა ათვისებამ, შესაბამისად, 13.1% და 10.3% შეადგინა.

2021 წლის მეორე ნახევარში მოთხოვნა მცირედით იყო გაზრდილი შედარებით დიდ საოფისე ფართებზე, პატარა ოფისების ათვისების წილი 64%-იან ნიშნულზე იყო, საშუალო და დიდი ზომის ოფისების ათვისება კი, შესაბამისად, 24% და 12%-ს შეადგენდა.

კოლიერსის პროგნოზით, უპრეცედენტო ათვისების შედეგი რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ერთის მხრივ, - სახელმწიფოს პოლიტიკამ აიტი კომპანიებისა და საერთაშორისო კომპანიების შემოსვლასთან დაკავშირებით გაზარდა ბიზნეს-აქტივობა, რაც პოზიტიურად აისახა საოფისე ბაზარზე. მეორეს მხრივ, - ადეკვატური საიჯარო განაკვეთებისა და დატვირთულობის მაჩვენებლები ნელ-ნელა აღმოსავლეთ ევროპის შედეგებს მიუახლოვდა, ეს კი ტენანტებისთვის მიმზიდველ პირობებად იქცა.

კომპანია კოლიერსის მთავარი ღირებულება ბაზრის ცოდნაა. აღნიშნული ცოდნის გასაზიარებლად კოლიერსმა 2019 წელს საოფისე ბაზარზე მორგებული პლატფორმა - ოფისმეპი შექმნა. პლატფორმა აერთიანებს კონტრაქტების დეტალური ცოდნის საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას აერთიანებს, რაც პოტენციური ბაზრის სრულ სურათს ქმნის და ქართულ საბროკერო მოდელს საერთაშორისო სტანდარტებთან აახლოებს. ოფისმეპი მრავალფეროვან სერვისს კოლიერსის მთელი გუნდის მხარდაჭერით ახორციელებს და თავის თავში მოიაზრებს: მომხმარებლის საჭიროებების ანალიზს, რელევანტური ქონების მოძიებასა და ოფისის ოპტიმალურ დაგეგმარებას, მომავალში კი კომპანიებთან გრძელვადიან და სტრატეგიულ თანამშრომლობას. პლატფორმა ღირებულებას ქმნის უძრავი ქონების ექსპერტებისთვისაც და ბაზარზე არსებული მოთხოვნისა და მიწოდების ერთ სივრცეში გაერთიანებით სამუშაო სივრცის პრეცენდენტს აჩენს, რომელიც მეოთხე წელია უძრავი ქონების მომსახურებაში ახალ, საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს.

officemap.ge | 551003981 | offices@colliers.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს