საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საელჩოს ტოვებს, თუმცა თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ

საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს რეკომენდაციით მიმართავს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

სააგენტო ზალკალიანის უწყებისგან დაინტერესდა, უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, შეიზღუდება თუ არა კიევში მდებარე საქართველოს საელჩოს მუშაობა.

როგორც სამინისტრო განმარტავს, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისია მუშაობას განაგრძობს.

„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ,“- აღნიშნეს უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების - დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების გამო, რიგმა ქვეყანამ კიევში საკუთარი საელჩოების მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლების ევაკუაცია განახორციელა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს