სამხრეთ კორეის პრეზიდენტი - უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას პატივი უნდა სცენ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯე ინის განცხადებით, უკრაინის სუვერენიტეტს პატივი უნდა სცენ. ამის შესახებ მან გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა.

„უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა საჭირო და დიალოგის გზით მშვიდობიანი გამოსავლის პოვნა უნდა მოხდეს. არასოდეს არის სასურველი, რომ უკრაინაში ვითარება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ეს დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას მოახდენს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშა მუნ ჯე ინმა.

მან მოუწოდა მსოფლიოს ლიდერებს ერთად იმუშაონ უკრაინის კრიზისის სწრაფად და მშვიდობიანად მოსაგვარებლად და აღნიშნა, რომ სამხრეთ კორეა აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ამ ძალისხმევაში. მან ასევე მოუწოდა უკრაინაში კორეის მოქალაქეებს ევაკუაციისკენ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ეროვნული თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობას ჯერ არ მიუღია რაიმე მოთხოვნა სამხედრო მხარდაჭერის შესახებ შეერთებული შტატებისგან.

„სამინისტრო ინარჩუნებს მჭიდრო კოორდინაციას დაკავშირებულ უწყებებს შორის უკრაინაში მოვლენების განვითარებასთან ერთად მონიტორინგის პროცესში და აგრძელებს თანამშრომლობის შენარჩუნებას ქვეყნებთან ინფორმაციის გაზიარებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ლევან ალაფიშვილი - თუკი სასამართლოს არ აქვს საკმარისი ნდობა, მართლმსაჯულების საკონტროლებლად საზოგადოებას ერთადერთი ბერკეტი აქვს დარჩენილი - მისი მაქსიმალური ღიაობა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
ტრანსფერ ფრაისინგი - გლობალური სტანდარტი ბიზნესის გამჭვირვალობისთვის
როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი გონივრულად?
შეიძინე და მიიღე საჩუქარი - 28,29,30 ივნისს მოდუსში დაუჯერებელი ფასდაკლებები გელოდება!