მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სოფელ მეჯვრისხევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი შენობის, გათბობის, წყალშემკრები და წყალსაწრეტი სისტემების სრულ რეაბილიტაციას, ეზოს შემოღობვას, ჭიშკრის ორი ახალი კარის მონტაჟსა და ეზოში არსებული სამანქანო გზების მოასფალტებას, სპორტდარბაზის გამაგრებას, დარბაზის დამხმარე ნაგებობის დემონტაჟსა და მის ადგილზე სამსარულიანი ფრთის მიშენებას, ბუფეტის, სამზარეულოსა და სამედიცინო ოთახის მოწყობას ითვალისწინებს.
„სკოლის შენობა სამი ნაწილისგან შედგება, რომლებიც სხვადასხვა დროსაა აშენებული. მათ შორის ორი ნაწილი სასწავლო დანიშნულებისაა, მესამე ნაწილში კი სპორტდარბაზია განთავსებული.
სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც მეჯვრისხევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის შენობა ექნება.
მეჯვრისხევის საჯარო სკოლის 416 მოსწავლე მეზობელი სოფლის, ხელთუბნის საჯარო სკოლაში აგრძელებს სწავლას. მათი ტრანსპორტირების ხარჯებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს.
პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

























