სოზარ სუბარი - რუსეთის პრეზიდენტი ესკალაციის გასაზრდელად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს მტკიცე, მშვიდი და საერთაშორისო ნაბიჯებთან შესაბამისი

რუსეთის პრეზიდენტი ესკალაციის გასაზრდელად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ რეაგირება უნდა იყოს მტკიცე, მშვიდი და საერთაშორისო ნაბიჯებთან შესაბამისი, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა გააკეთა.

სუბარის თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარებას არანაირი საერთაშორისო ძალა არა აქვს და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„რუსეთი მეზობლების მიმართ იმ აგრესიულ საგარეო პოლიტიკას აგრძელებს, რაც დიდი ხანია დაწყებული აქვს და რაც განსაკუთრებით მკაფიოდ 2008 წელს საქართველოში შემოჭრით და 2014 წელს უკრაინაში შეჭრით გამოვლინდა. აუცილებლად დადგება დრო, როცა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იქნება. ამას საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო დღის წესრიგი უზრუნველყოფს. მანამდე პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვები უნდა გავიმეოროთ, რომ ცივი გონებით, მშვიდად, აუღელვებლად და მართლა საერთაშორისო სამართლის ფარგლებში უნდა იყოს რეაგირება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო