ტერაბანკმა კორპორაციული სტილი განაახლა

ტერაბანკმა კორპორაციული სტილი განაახლა

ტერაბანკს განახლებული კორპორაციული სტილი აქვს. რედიზაინით გათვალისწინებული ცვლილებები ბრენდის აღქმას მეტად აძლიერებს, მის ვიზუალურ სტილს კი უფრო თანამედროვესა და დახვეწილს ხდის.

ახალ კორპორაციულ სტილზე სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა. რედიზაინის ფარგლებში ფუნდამენტური ცვლილებები ლოგოტიპის არქიტექტურასა და ვიზუალურ სტილს შეეხო, ძირითადი ფერი იგივე დარჩა, თუმცა დამხმარე ფერები დაბალანსდა და ციფრულ არხებთან უფრო მეტად ადაპტირდა.

აღსანიშნავია, რომ სააგენტო „ვინდფორსმა“ ტერაბანკისთვის უნიკალური ქართული ფონტიც შექმნა. ამიერიდან ფონტს ბანკი საკუთარ კომუნიკაციაში გამოიყენებს და მას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

„გვინდოდა, რომ მომხმარებლისთვის ახალი, უფრო თანამედროვე, თვალში საცემი კორპორაციული სტილი შეგვეთავაზებინა. მართლაც, ცვლილებების შედეგად, ბანკის ვიზუალი უფრო თანამედროვე და მოქნილი გახდა. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიახლე ჩვენს მომხმარებლებსაც ძალიან მოეწონებათ“, - აღნიშნავს ტერაბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ქოქოსაძე.

ტერაბანკსა და სააგენტო „ვინდფორსს“ წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივა განხორციელდა. მათ შორის იყო კამპანიები ტერა ბაიკი ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, ტერა მოგზაური ქართული ტურიზმის ხელშეწყობისთვის და ა.შ.

(R)