სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მერი აკურის, ვანთისა და ბუშეტის მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მერი აკურის, ვანთისა და ბუშეტის მოსახლეობას შეხვდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი, მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - აკურის, ვანთისა და ბუშეტის მოსახლეობას შეხვდნენ.

თელავის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა: აკურა - სოფელში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, საბავშვო ბაღის ოთახების რეაბილიტაცია; ვანთა - სოფელში გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა, სანიაღვრე არხების აღდგენა და გაწმენდა; ბუშეტი - ყოფილი კულტურის სახლის შენობაში ტრენაჟორების მოწყობა, შენობის მიმდებარედ სკვერის მოწყობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.