ნინო ლაცაბიძე - რუსთავი ურბანული განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ ქალაქის სწორი ურბანული განვითარების მიზნით, არქიტექტურის სამსახურის რებრედინგზე ისაუბრა და ახალი ხელმძღვანელი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ნინო ლაცაბიძის განცხადებით, რუსთავი ურბანული განვითარების ახალ საფეხურზე გადადის და არსებული რეალობიდან გამომდინარე დღის წესრიგში, არქიტექტურის სამსახურში რეფორმის განხორციელების აუცილებლობის საკითხი დადგა.

„რუსთავი ურბანული განვითარების ახალ საფეხურზე გადადის და ამიტომ საჭირო გახდა არქიტექტურის სამსახურის რეფორმა, სწორი სტრუქტურის ჩამოყალიბება. სამსახური უნდა გავაძლიეროთ არქიტექტორებით, რომლებიც მიმდინარე სამშენებლო პროცესების სწორ ანალიზს შეძლებენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმით და სამსახურის ახალი უფროსის, კობა ძლიერიშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენი ქალაქის არასწორი და ქაოტური ურბანული განვითარების თავიდან აცილებას შევძლებთ. უახლოეს პერიოდში პრეზენტაციას ვგეგმავთ, თუ როგორ ვხედავთ რუსთავის განვითარებას, სამშენებლო, ურბანული და რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიმართულებებით. დეტალურად ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ არ უნდა დამახინჯდეს ქალაქი“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერის ინფორმაციით, თანამედროვე ურბანიზაცია, სწრაფი და მოქნილი არქიტექტურული სერვისი, ქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმა, მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზება - ეს ის საკითხებია, რომელზეც მერიის არქიტექტურის სამსახური იმუშავებს.

რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის ახალი ხელმძღვანელის, კობა ძლიერიშვილის განცხადებით, ქალაქის მომავალი ურბანიზაცია ძველი ნაწილის სტილის შენარჩუნების და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი უნდა გახდეს.

„ურბანული განვითარების ახალ გამოწვევებს, რაც რუსთავში მიმდინარე მშენებლობების მასშტაბების გაზრდაშიც გამოიხატება, ქალაქი მოქნილი სერვისებით და თანამედროვე არქიტექტურული ხედვით უნდა შეხვდეს. რუსთავი, რადიკალურად განსხვავებული არქიტექტურული სტილის ორი ურბანული ზონისგან შემდგარი ქალაქია. მისი მომავალი ურბანიზაცია ისტორიული, ძველი ნაწილის სტილის შენარჩუნების და თანამედროვე არქიტექტურის სინთეზი უნდა გახდეს. აუცილებელია, რუსთავის, როგორც მომავალი მწვანე ქალაქის კონცეფციის რეალიზება“, - აღნიშნა კობა ძლიერიშვილმა.

რუსთავის მერიის ცნობით, კობა ძლიერიშვილი განათლებით არქიტექტორია, დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და საქართველოს საერთაშორისო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი დოქტორის ხარისხით. სხვადასხვა წლებში რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად მუშაობდა, აქვს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, არის უკრაინის სამეცნიერო აკადემიის პრემიის ლაურეატი, დღემდე „ქართველი ხუროთმოძღვრის” დირექტორი იყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა