თელავის მერი სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელს და აპარატის რეგიონულ წარმომადგენლებს შეხვდა

თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი სახალხო დამცველის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ხელმძღვანელს გიორგი ტალახაძეს და აპარატის რეგიონულ წარმომადგენლებს ეთერ შიუკაშვილს და ნათია ფიცხელაურს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, თელავის მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს. ამასთან, განიხილეს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა.

























