ფინანსთა სამინისტრო - ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობა დაწყებულია

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული დავალება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე მისცა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, გენერალური პროკურატურის, ეროვნული ბანკის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის, კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელი პირები.

ამასთან, იმსჯელეს იმ მექანიზმებსა და საკანონმდებლო ნორმებზე, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი გახდება ე.წ. ქოლცენტრების არაკანონიერი საქმიანობის სწრაფი გამოვლენა ქვეყანაში და აღნიშნული სფეროს რეგულირება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მსგავსი ტიპის საქმიანობა დღეის მდგომარეობით, გამოწვევაა არაერთ ქვეყანაში, შესაბამისად, მოქალაქეთა უფლებების დაცვა და მათი პირადი მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა - ყველას საერთო დღის წესრიგია.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, შემუშავებული საკანონმდებლო ნორმები და ადმინისტრაციული მექანიზმები, დაეყრდნობა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს და ხელს შეუწყობს, როგორც დანაშაულის დროულ გამოვლენას, ისე მის პრევენციას.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება