ნუგზარ წიკლაური - კონსოლიდირებული აზრი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოსთვის დაებრალებინათ ომი, დღეს მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, იგივე მოხდა საქართველოში, საქართველო გამართლდა

ფაქტია ერთი რამ, კონსოლიდირებული აზრი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოსთვის დაებრალებინათ ომი, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნუგზარ წიკლაური „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განმარტებას.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, უკრაინა-რუსეთის კრიზისის შემდეგ მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, იგივე მოხდა საქართველოში და ამით საქართველო გამართლდა.

„გასაოცარი რამ თქვა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, ეს იყო შიდა პოლიტიკური მოხმარების გამონათქვამებიო, როდესაც ასეთ თემას, ვინ დაიწყო ომი, ვინ არის მართალი ომში, როდესაც პატარა საქართველო და უზარმაზარი მონსტრს ებრძოდნენ ქართულ მიწაზე, ამ თემას გამოიყენებ შიდა მოხმარებისთვის და ამას ამბობს პრეზიდენტი, ეს არის დრამა ქართული სახელმწიფოსთვის.

ფაქტია ერთი რამ, კონსოლიდირებული აზრი ჰქონდა „ქართულ ოცნებას“, რომ საქართველოსთვის დაებრალებინათ ომი, საქართველოს ხელისუფლებისათვის დაებრალებინათ ომი, ჩვენ ვყოფილიყავით დამნაშავეები იმ ვითარებაში 2008 წელს. დღეს მთელმა მსოფლიომ თქვა, რომ ის, რაც ხდება უკრაინაში, იგივე მოხდა საქართველოში, საქართველო გამართლდა და საქართველო ამის მერე მაინც ნამდვილად არ იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც მას ყველაზე უფრო საბედისწერო დანაშაულში სდებს ბრალს, თითქოს და თავს დაესხა თავის თავს, თითქოს და თვითონ დაბომბა თავისი მიწები. გახსოვთ, ასეთი ბრალდებებიც კი ისმოდა, რომ თვითონ ბომბავს „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მიწასო. აი, ეს ანომალია ხელისუფლებაში რაც უფრო მალე დასრულდება, მით უმჯობესი იქნება საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

ამას ახლა მალაპარაკებს არა ის, რომ ვარ ოპოზიციის წარმომადგენელი, არამედ ის, რომ მართლა მრცხვენია ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც რუსული მეხუთე კოლონა მართავს“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი ომზე, 2008 წლიდან მოყოლებული ბევრჯერ ნათლად უთქვამს და მთლიანად რუსეთის პასუხისმგებლობაა და რომ მისი „წუხილი სხვა რამეს ეხება, ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს, როდესაც პროვოკაცია იწყება“.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო