არჩილ თალაკვაძე - სააკაშვილი შიმშილობით პარტიის შიგნით ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობს, მაგრამ პროცესი, რასაც საზოგადოება „ნაციონალურ მოძრაობაში“ აკვირდება, არის შეუქცევადი

სააკაშვილს აქვს პრობლემები ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ პარტიის შიგნით და შიმშილობის გამოცხადებით ცდილობს პარტიის შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა პროცესი, რასაც საზოგადოება აკვირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის შეუქცევადი, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი აფერხებს „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებას და ხელს უშლის ოპოზიციურ სპექტრს განვითარებაში.

მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა არის მეათეხარისხოვანი საკითხი, გაცილებით მნიშვნელოვანი თემებია დღის წესრიგში. მისი უფლებები არის დაცული, ისევე როგორც ყველა სხვა პატიმრის, ისინი თანაბარი უფლებებით სარგებლობენ. ამასთან, იცით, რომ მიხეილ სააკაშვილმა რაც პატიმრობაში იმყოფება, 600-ზე მეტი ვიზიტორი მიიღო და როგორც პირადი, ისე სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორის, ასე პენიტენციური ჯანდაცვის სექტორის ექიმების ათეულობით ვიზიტი და კონსულტაცია მიიღო, რაც პირდაპირ აჩვენებს, რომ მისი უფლებები, როგორც პატიმრის, არის დაცული, დანარჩენი არის მანიპულაცია და პოლიტიკური გეგმები, რაც პარტიის შიგნით უნდა გაარკვიონ. მესმის, რომ მას აქვს პრობლემები ძალაუფლების შენარჩუნების მხრივ პარტიის შიგნით და ცდილობს ემოციური ნაბიჯებით თუ შიმშილობის გამოცხადებით პარტიის შიგნით ერთიანობა შეინარჩუნოს, თუმცა პროცესი, რასაც საზოგადოება აკვირდება, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, არის შეუქცევადი. დესტრუქციული, რადიკალური დღის წესრიგის პარტია, რომელიც არაერთხელ დამარცხდა არჩევნებში, სხვას არ უნდა ელოდოს. სააკაშვილი ბლოკავს პარტიის შიგნით განახლებას, ხელს უშლის ოპოზიციურ სპექტრს მთლიანად განვითარებაში. ამას ცდილობდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც, მაგრამ ვერ მიაღწია, ეს გეგმა არის გაკოტრებული, ეს გეგმა ჩავარდა. ის ვერ შეცვლის საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ ნაბიჯებით, რომელსაც მიმართავს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს