ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ქობულეთი - ოზურგეთის ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სოფელ ლეღვას მონაკვეთზე წინასაარჩევნოდ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მივიდნენ და აღნიშნული გზის რეაბილიტაციას დაჰპირდნენ.

მოსახლეობის თქმით, დაპირება ამ დრომდე შეუსრულებელია და მათ აღნიშნულ გზაზე გადაადგილება უჭირთ, დანგრეულია ინფრასტრუქტურა.

აქციაზე ქობულეთის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც მივიდნენ. მათი განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ, კორუფციულო გარიგებების გამო, მოსახლეობას გზის პრობლემა არ მოუგვარდათ, უამინდობის დროს, სოფელი პარალიზებული ხდება. ისინი მმართველ გუნდს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.