ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად 2 მუშა მოიწამლა

ქუთაისში, მეტალურგიულ ქარხანაში ამიაკის გაჟონვის შედეგად 2 მუშა მოიწამლა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, ქარხანაში ჩვეული სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა, დასაქმებულები მეორად ჯართს ჭრიდნენ და ამიაკის გაჟონვა ერთ-ერთი ბალონის გაჭრის შემდეგ მოხდა.

მეტალურგიული ქარხანა „ამბიკონ სტილსი" მეორადი ჯართის გადამუშავებით არის დაკავებული. საწარმოში 300 ადამიანია დასაქმებული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო