ფოთის მერმა რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

ფოთის მერმა რუმინეთის ელჩს უმასპინძლა

​რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიან​ი​ ელჩ​ი​​ რეზვან როტუნდუ​ ფოთს ეწვია​.​ ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის მერთან ​გამართულ ​შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო ორმხრივი თანამშრომლობა ეკონომიკის, განათლების და კულტურის მიმართულებით. ამასთან, მხარეებ​ი შეთანხმდნენ​ ორი ​საპორტო ​ქალაქის, ფოთის და კონსტანცას დამეგობრების შესაძლებლობ​აზე.​ ასევე, სექტემბერში ჩაინიშნა ქალაქ კონსტანცას მერის ვიზიტი ფოთში.