სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიის წევრი დაასახელეს

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტიის წევრი დაასახელეს

სენაკის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ირაკლი კაჭარავა დაასახელეს. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა, სხდომა მის გარეშე გრძელდება და დეპუტატები კენჭისყრისთვის ემზადებიან.

საკრებულოს წევრებმა კენჭი უყარეს დღის წესრიგში ცვლილების შეტანას, რის თანახმადაც აპარატის ხელმძღვანელის ხელმოწერის ნაცვლად ჩაიწერება სხდომის თავმჯდომარის ხელმოწერა.

ამ ეტაპზე სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.