ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ადგილობრივებს კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შეხვდა და პირადად მოისმინა მათი გადაწყვეტილება.
„2022 წელს პროგრამით გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
კარალეთში, დიდ და პატარა გარეჯვარში, ძევერაში, ქიწნისში, სათემოში, ტყვიავსა და მარანაში ადგილობრივებმა გარეგანათების დამატება გადაწყვიტეს. ფლავში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სარწყავი არხი და ფლავისმანში შიდა საუბნო გზები მოწესრიგდება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

























