„კერხერის“ ბრენდული სივრცე ქუთაისში იხსნება - მომხმარებლებს 1-ელ მარტს 20%-იანი ფასდაკლება ელოდებათ

თბილისისა და ბათუმის შემდეგ, „კერხერი“ პირველ ბრენდულ სივრცეს ქუთაისში, შოთა რუსთაველის 96 ნომერში ხსნის. ეს საქართველოში რიგით მე-4 ფილიალი იქნება. რეგიონში შესვლასთან დაკავშირებით, 1-ელ მარტს მომხმარებლებს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე 20%-იანი ფასდაკლება ელოდებათ.

კომპანიის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ბათირაშვილის განცხადებით, როგორც „კერხერისთვის“, ისე რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია ახალი ტერიტორიების ათვისება, რაც სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. კომპანია იმედოვნებს, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ქუთაისი და ზოგადად, იმერეთის რეგიონი ძალიან საინტერესო და დიდი პოტენციალის მატარებელი მხარეა, რომელიც მუდმივად ვითარდება. ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის ინტერესი ქუთაისის მიმართ, კიდევ უფრო განავითარებს ქალაქსა და რეგიონს და ამ პროცესში ჩვენც შევიტანთ წვლილს.

მოლოდინები პოზიტიურია და გვჯერა, რომ ჩვენს სერვისებს და ინოვაციურ პროდუქტებს ზედმიწევნით გავაცნობთ იმერეთის მოსახლეობასა და ბიზნესს“, - განმარტა „კერხერის“ ქართული წარმომადგენლობის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ბათირაშვილმა.

გარდა ტექნიკისა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც პროფესიონალური, ისე საყოფაცხოვრებო პროდუქციის სერვისს საგარანტიო და არასაგარანტიო პირობებით. ამ დროისთვის, ქუთაისის ფილიალის ჩათვლით, საქართველოში სამი სერვისცენტრი ფუნქციონირებს.

ნიკოლოზ ბათირაშვილის თქმით, კომპანია აგრძელებს განვითარებას როგორც როგორც ინოვაციური პროდუქტების შექმნის და მისი გაცნობის, ისე ახალი სერვისების დანერგვის კუთხით. „კერხერის“ გენერალურმა დირექტორმა მცირედი განმარტება სამომავლო გეგმებზეც გააკეთა:

„ჩვენ ვხვეწთ მიდგომებს ჩვენი მომხმარებლის მიმართ. მიგვაჩნია, რომ უნდა ვიყოთ ყველგან, სადაც ჩვენი მომხმარებელია და „კერხერის“ პროდუქტზე მოთხოვნა არსებობს, იქნება ეს ციფრულ სამყაროში თუ ფიზიკურად. რა თქმა უნდა, ჩვენი ცენტრები დიდ როლს თამაშობენ, რათა დროული მიწოდების თუ პროფესიონალური კონსულტაციის კუთხით უფრო ეფექტიანები ვიყოთ. მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ აუცილებლად ყველა რეგიონში ვიქნებით წარმოდგენილი“, - განაცხადა მან.

ტექნიკის გერმანული კომპანია კერხერი საქართველოში 2016 წლიდან არის წარმოდგენილი.

დღეისათვის საქართველოს წარმომადგენლობას („კერხერ-საქართველოს“) 4 ფილიალი აქვს: თბილისში მთავარი ფილიალია დიღომში, ა. ბელიაშვილის #167 ნომერში, ახლადგახსნილი ფილიალი საბურთალოზე: ვაჟა-ფშაველას #4-ში; ბათუმში - ლუკა ასათიანის #51-ში და 1-ლი მარტიდან ქუთაისში: შოთა რუსთაველის 96 ნომერში.

ბრენდი 1935 წელს ალფრედ კერხერმა დააარსა. „კერხერი“ საყოფაცხოვრებო და პროფესიონალური ტექნიკის წარმოების კუთხით მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული კომპანიაა, რომლისთვისაც ხარისხი ნომერ პირველი პრიორიტეტია. 86-წლიანი ისტორიის მანძილზე ბრენდმა მოიპოვა ინოვაციური და პასუხისმგებლიანი მწარმოებლის სახელი, რის გამოც მას უკვე 150 ქვეყანაში ენდობიან. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის კომპანია მხოლოდ დასუფთავების ტექნიკას აწარმოებს.

(R)

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს