ირაკლი შიოშვილმა და ლევან ანდრიაშვილმა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შალაურში შეხვედრა გამართეს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი სოფელ შალაურში ადგილობრივ მოსახლეობას საერთო კრების ფორმატში შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კრებაზე მოსახლეობის მიერ სოფელში არსებული საჭირობებიდან გამომდინარე, პრიორიტეტული საპროექტო წინადადებები შეარჩიეს, რომელიც სოფელ შალაურში საბავშვო ბაღის სახურავის შეცვლასა და სოფლის სასაფლაოს შემოღობვას ითვალისწინებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონის მასშტაბით, მთავრობის განკარგულებით გამოყოფილია 4 234 000 ლარი და კახეთის რვავე მუნიციპალიტეტის 286 დასახლებაში პრიორიტეტული პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები, საერთო კრების ან კონსულტაციის ფორმატში გაიმართება“,- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყეთ, თელავის მუნიციპალიტეტის 29 სოფლიდან უკვე ჩავატარეთ 9 დასახლებაში შეხვედრა, ადგილობრივების მხრიდან გამოიკვეთა ბევრი საინტერესო საკითხი, სოფლებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დასახელდა ისეთი საკითხები, რომელიც მოწესრიგებას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც დასრულდება საერთო კრებების გამართვა თითოეულ სოფელში, შესაბამისი ჯგუფის მიერ მოხდება საპროექტო წინადადებების დამუშავება, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს“ - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს