საგარეჯოს სოფლების: ბადიაურის, მანავის, პატარძეულისა და ყანდაურას უწყვეტი წყალმომარაგებისთვის 30 მილიონის პროექტები ხორციელდება

წყალმომარაგების კომპანია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების: მანავის, პატარძეულის, ყანდაურასა და ბადიაურის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად სისტემების მშენებლობას აგრძელებს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სოფლებში შესრულებული სამუშაოების პროგრესს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე, მოადგილესთან აკაკი მშვიდობაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო და კონტრაქტორისგან პროექტით დაგეგმილ შემდეგ სამუშაოებზე, დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

„დღეის მდგომარეობით აღნიშნულ სოფლებში წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემები არ არსებობს. მოსახლეობას წლებია წყალი შეზღუდულად მიეწოდება.

ამ დროისთვის, სოფლების მასშტაბით 55 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი უკვე მოწყობილია. სამუშაოებით გათვალისწინებულია რეზერვუარების, სატუმბო სადგურების, მაგისტრალური მილებისა და წყალმომარაგების ქსელების მოწყობა.

პროექტების დასრულება 2023 წელს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ოთხივე სოფლის მოსახლეობა ეტაპობრივად 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 30 მილიონ ლარამდე მოხმარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2022
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, თბილისში ახალი მრავალფუნქციური სივრცე „კომბინატი - Combinaty“ იხსნება
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო