დიმიტრი ხუნდაძე - უკრაინა არის ზღვარი რუსეთის აგრესიის შეჩერებისა მთელი მსოფლიოს მიმართ - ომი უნდა შეჩერდეს! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს!

უკრაინა არის ზღვარი რუსეთის აგრესიის შეჩერებისა მთელი მსოფლიოს მიმართ - ომი უნდა შეჩერდეს! სოლიდარობა უკრაინელ ხალხს! - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების" დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.

მისი თქმით, არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანები ოკუპანტის ზრახვებს ეწირებოდნენ.

„საერთაშორისო თანამეგობრობის ღია ჩარევის მიუხედავად, სამწუხაროდ, ამ ომის აცილება ვერ შეძლო მსოფლიომ. რუსეთმა ღია ინტერვენცია განახორციელა უკრაინაზე, დაარღვია ყოველგვარი შეთანხმება და ღია, საჯარო აგრესიას ახორციელებს. ეს საფრთხეს უქმნის არა მარტო უკრაინას, არამედ, მთლიანად რეგიონს. დავეთანხმები უწმინდესს, რომ თუ ამ ომის დროულად შეჩერება არ მოხერხდა, ფართო მასშტაბში გადაიზრდება. არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანები ოკუპანტის ზრახვებს ეწირებოდნენ. მსხვერპლი არის მოსახლეობაში, მათ შორის ბავშვებში.

იმედს ვიტოვებ, რომ დასავლეთი და ევროპის სახელმწიფოები შესაბამისად და ადეკვატურად ირეაგირებენ ამ ფაქტზე. უკრაინა უნდა გადარჩეს და დაცული იქნას მისი ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა ხუნდაძემ.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება