სალომე ზურაბიშვილი - დღეს ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის - დღეს, როცა უკრაინა ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას

დღევანდელი დღე ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის - დღეს, როცა ის ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა დღეს დაგეგმილი ეროვნული თანხმობის სესია გააუქმა.

„ეროვნული თანხმობის დღევანდელი სესია, რომელიც აქ უნდა ჩატარებულიყო, გავაუქმე, რამეთუ დღეს ეროვნული თანხმობის საკითხი არის უკრაინა და ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ. დღევანდელი დღე ტრაგიკული დღეა უკრაინისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ბოლომდე მშვიდობის შენარჩუნებისთვის ყველაფერი იღონეს, ვერ აიცილეს თავიდან რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესია. დღეს, როცა იგი ცდილობს გაუმკლავდეს ამ უმძიმეს ვითარებას, საქართველო მის გვერდით დგას. ეს დღე ასევე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობისმოყვარე დემოკრატიული ერებისთვის ევროპასა და მსოფლიოში, რამეთუ ომი ევროპის გულში გაჩაღდა ყოველგვარი დიალოგის მცდელობის მიუხედავად. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, პრეზიდენტი ქვეყნის, რომელმაც ასეთივე აგრესია განიცადა, მინდა გამოვუცხადო უკრაინის პრეზიდენტს, მთავრობასა და ხალხს ჩვენი სრული სოლიდარობა. მინდა პატივი მივაგო იმ უკრაინელ ჯარისკაცებსა და უკრაინელებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სუვერენობის დაცვას შეეწირნენ. მინდა შევუერთდე გაეროს გენერალური მდივნის და ყველა სხვა ლიდერების დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო