სალომე სამადაშვილი - ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის სხვისი ომი, ახლა არ არის დრო პოლიტიკური განსხვავებისთვის, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის სრული კონსოლიდაცია

ის, რაც უკრაინაში ხდება, არ არის სხვისი ომი, ახლა არ არის დრო პოლიტიკური განსხვავებისთვის, ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის სრული კონსოლიდაცია, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ყველა მოქალაქის კონსოლიდაცია და ეს უნდა მოხდეს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, აუცილებელია, რომ პრემიერ- მინისტრთან და კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად იმსჯელონ, რამდენად არის მზად ქვეყანა იმ გამოწვევისთვის, რასაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე აგრესია უქმნის საქართველოს როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური მიმართულებით.

„პირველ რიგში, მსურს მივესალმო საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომელმაც მოითხოვა პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩატარება. დღეს ჩვენი ქვეყანა უკრაინელ ხალხთან ერთად უმწვავესი გამოწვევის წინაშე დგას. ასეთი გამოწვევა ჩვენს ქვეყანას და სუვერენულ უფლებებს არ ჰქონია 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ საფრთხე ყოველდღიურად და ყოველწუთიერად მძიმდება და პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, პირველ რიგში გამოხატოს სრული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, მათ შორის, მიგვაჩნია და ვითხოვთ ამას უკვე რამდენიმე დღეა, შესაბამისი საპარლამენტო რეზოლუციის მიღების გზით და მეორე - ჩვენ ხვალ პრემიერ - მინისტრთან და კაბინეტის სრულ შემადგენლობასთან ერთად უნდა ვიმსჯელოთ, რამდენად არის მზად ქვეყანა იმ გამოწვევისთვის, რასაც ჰქვია რუსეთის მიმდინარე აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ეს უქმნის ჩვენს ქვეყანას მთელ რიგ საფრთხეებს, როგორც უსაფრთხოების და თავდაცვის, ასევე ეკონომიკური გამოწვევის მიმართულებით. ჩვენ ერთად უნდა ვიმსჯელოთ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ჩვენი ქვეყანა ამ გამოწვევას და როგორ უნდა დავიცვათ ხალხის ინტერესი. ხვალ ძალიან ბევრი საკითხი გვექნება განსახილველი დაწყებული ეკონომიკური უსაფრთხოებით დასრულებული იმით, თუ რა სახის დახმარების აღმოჩენას აპირებს საქართველოს სახელმწიფო უკრაინისთვის. სიტყვების დრო დასრულდა, დღეს უკრაინელი ხალხი და უკრაინის სახელმწიფო ელოდება ყველა მეგობრისგან კონკრეტულ დახმარებას. დღეს იკრიბება ევროკავშირი, ნატო, მთელი მსოფლიო დღეს დგას უკრაინელი ხალხის გვერდზე, ჩვენ ვნახეთ, რომ კონკრეტულ დახმარებას სთავაზობენ უკრაინას, არა მხოლოდ რუსეთზე სანქციების და ზეწოლის გზით, არამედ უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის თვალსაზრისით. საქართველო უნდა იყოს ამ დახმარების აღმოჩენაში წინა ხაზზე, რადგან ეს არ არის სხვისი ომი ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, ეს არის მათ შორის, ჩვენი ომი სახელმწიფოებრიობისთვის,"- განაცხადა სამადაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო