თორნიკე რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოლეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ბათუმში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირულად დაღუპული იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს ასევე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერმა, აჭარის მინისტრთა კაბინეტის და უმაღლესი საბჭოს წევრებმა.

ამ დღესთან დაკავშირებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, დროშები დაშვებულია აჭარის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

„დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის იბრძოლეს. განვითარებული მოვლენების ფონზე, კიდევ უფრო მეტად აქტუალურია ოკუპაციის საკითხი, რაც დროებითი მოვლენაა.

მინდა გამოვხატო ჩვენი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, რომლებიც იბრძვიან მათი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საუკეთესო ინტერესებში. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო