ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე „დიდი ალბათობით, გაიზრდება"

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე "დიდი ალბათობით, გაიზრდება".

შაიშმელაშვილის თქმითვე, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ კონკრეტული პირების მხილების მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეკრება მიმდინარეობს, ნაწილთან მიმართებაში კი უკვე დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც ხდება.

რაც შეეხება დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ირაკლი ბიბინეიშვილს, როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ის ბრალდებულებს - გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლაში დაეხმარა.

„კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა იცოდა, რომ ორივე ბრალდებულს ჩადენილი ჰქონდა ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, მასთან სახლში მივიდნენ და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრალდებულმა მათ თავშესაფარი მისცა, დაეხმარა, რომ გარკვეული პერიოდი მასთან ეცხოვრათ და სამართალდამცავ ორგანოებს დამალვოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მან ბრალდებულებს ტაქსიც გამოუძახა და მისცა საშუალება, რომ სხვა, უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე „დიდი ალბათობით, გაიზრდება"

22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ პირთა წრე "დიდი ალბათობით, გაიზრდება".

შაიშმელაშვილის თქმითვე, ამ ეტაპზე გამოძიების მიერ კონკრეტული პირების მხილების მიზნით დამატებითი მტკიცებულებების შეკრება მიმდინარეობს, ნაწილთან მიმართებაში კი უკვე დამატებითი ინფორმაციის მოძიებაც ხდება.

რაც შეეხება დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ ირაკლი ბიბინეიშვილს, როგორც საქმის პროკურორი აღნიშნავს, ის ბრალდებულებს - გიორგი კავილაძესა და აკო ჭელიძეს უსაფრთხო ადგილზე გადასვლაში დაეხმარა.

„კონკრეტულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და წარმოდგენილია მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც ბრალდებულმა იცოდა, რომ ორივე ბრალდებულს ჩადენილი ჰქონდა ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა, მასთან სახლში მივიდნენ და ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრალდებულმა მათ თავშესაფარი მისცა, დაეხმარა, რომ გარკვეული პერიოდი მასთან ეცხოვრათ და სამართალდამცავ ორგანოებს დამალვოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ მან ბრალდებულებს ტაქსიც გამოუძახა და მისცა საშუალება, რომ სხვა, უსაფრთხო ადგილზე გადასულიყვნენ", - განაცხადა შაიშმელაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს