ბათუმში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, რუსეთის დროშა დაწვეს

ბათუმში უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, რუსეთის დროშა დაწვეს

ბათუმში, ევროპის მოედანზე უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე მოქალაქეებმა პროტესტის ნიშნად, რუსეთის სახელმწიფო დროშა დაწვეს.

მათი განცხადებით, ამ ფორმით უკრაინის მიმართ რუსეთის ძალადობრივი პოლიტიკა გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეების თქმით, ისტორია მეორდება რუსეთმა 2008 წელს ქართველების სისხლი დაღვარა და ახლა იგივეს აკეთებს უკრაინაში.

აქციის მონაწილეებს მოლოდინი აქვთ, რომ უკრაინა ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს და იგი მარტო არ არის.

აქციის მონაწილეებს, ბათუმში ევროპის მოედანზე საქართველოსა და უკრაინის დროშები აქვთ გამოფენილი.