ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა.ოპოზიციური პარტიების წევრებმა, ახალგაზრდებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინისადმი მხარდაჭერა და საქართველოს პრემერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება დაგმეს, რომლის თანახმადაც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.

აქციის მონაწილეების თქმით, ღარიბაშვილის განცხადება არ გამოხატავს მოსახლეობის პოზიციას.

"დღევნდელი აქციის მიზანი იყო გაგვეპროტესტებინა ირაკლი ღარიბაშვილის პუტინისტური განცხადება. რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურებოდა ერთი ნათელი პოზიციის დაფიქსირებას, რომ ის დღეს დგას არ უკრაინის არამედ, რუსეთის გვერდზე. მერიასთან მოვედით იმიტომ, რომ დღეს ვნახე ზუგდიდის მერს მამუკა წოწერიას თავის გვერდზე გამოუქვეყნებია თავისი ფოტო უკრაინის დროშის „ფრეიმით“. მე მინდა მას ვუთხრა, რომ „ფრეიმის“ დაყენებით თქვენ არ ხდებით უკრაინის სოლიდარული. მოგიწოდებთ, შეუერთდეთ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციას",- განაცხდა პარტია "დროას" წევრმა მარიამ სიჭინავამ.

მერიასთან პოლიცია იყო მობილიზებული. მიუხედავად მათი წინააღმდეგობისა აქციის მონაწილეებმა შენობასთან უკრაინის დროშის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა