ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების ბრძანებას“ ხელი მოაწერა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „ბრძანებას“ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „აღიარების“ შესახებ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

„ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების ხალხთან ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ მომავალშიც აუცილებელია ვიყოთ მათი ბედის თანამონაწილენი, გულწრფელად ვუსურვებ ჩვენ ძმებს უსაფრთხო და მდგრად განვითარებას, ამიტომ ხელს ვაწერ ბრძანებას დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ბჟანია.

მან ე.წ. მთავრობას დაავალა, დაიწყოს „სახელმწიფოთაშორისი” შეთანხმებების მომზადება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ, ასევე „დიპლომატიური ურთიერთობების“ დასამყარებლად.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება