"არქი" უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს

"არქი" მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას და უკრაინის მოქალაქეებს. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა შიო ხეცურიანმა განაცხადა, რომ "არქი" მზადაა უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად შესაბამის ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს ეთანამშრომლოს.

გარდა ამისა, კომპანია უკრაინაში მყოფ არქელ ემიგრანტებს არსებული დავალიანების დაფარვაში სპეციალურ საშეღავათო პირობებსა და საჭიროების შემთხვევაში, დროებით საცხოვრებლად კომპანიის ხელთ არსებულ გარემონტებულ ბინებს სთავაზობს.

“იმედს გამოვთქვამთ, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და თითოეული ქართველი, ვისაც შეუძლია თავისი წვლილი გაიღოს მეგობარი სახელმწიფოს დასახმარებლად, შემოგვიერთდება და ერთად დავუდგებით გვერდში უკრაინის მოქალაქეებს!” - აცხადებს "არქის" გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

(R)

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა